„Air France“-ის თვითმფრინავს, რომლის ბორტზე 496 მგზავრი იმყოფებოდა, ატლანტის ოკეანის თავზე ძრავა დაუზიანდა
01-10-2017, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„Air France“-ის თვითმფრინავს, რომელიც პარიზიდან ლოს ანჯელესისკენ მიფრინავდა, ატლანტის ოკეანის თავზე ძრავა დაუზიანდა, რის გამოც იძულებული გახდა მარშრუტი უეცრად შეეცვალა.  


როგორც BBC იუწყება, „Airbus A380“-ს ოთხი ძრავიდან ერთ-ერთი შაბათს  გრენლანდიის დასავლეთით დაუზიანდა და მუშაობა შეწყვიტა. ინციდენტის დროს არავინ დაზიანებულა, მიუხედავად იმისა, რომ მგზავრები დაზიანებული თვითმფრინავის ბორტზე საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, სანამ ავიალაინერი უსაფრთხოდ დაეშვებოდა.


„ეარ ფრანსის“ წარმომადგენელმა ახალი ამებების სააგენტო AFP-ს უთხრა, რომ ამ დროს ბორტზე 496 მგზავრი და ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა.


დევიდ რემარმა, ავიალაინერების მექანიკოსმა, რომელიც „ეარ ფრანსის“ თვითმფრინავში მგზავრებს შორის იმყოფებოდა, BBC -ს უთხრა, რომ ავიახომალდს განიავების მექანიზმი დაუზიანდა.

 

 

(დევიდ რემარის ფოტოები)



მან განაცხადა, რომ ძლიერი ხმა გაისმა, რის შემდეგაც თვითმფრინავმა უეცარი მოძრაობა შეასრულა, რამაც მგზავრებს შორის პანიკა გამოიწვია. მისი წუხილი, რომ ავიალაინერის ფრთა შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩენილიყო, მას შემდეგ გაქრა, რაც თვითმფრინავი 30 წამის შემდეგ ფრენის ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. მან დაამატა, რომ მფრინავებმა სწრაფად დახურეს დაზიანებული ძრავა.


თვითმფრინავმა სამი ძრავით დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იფრინა, სანამ ის აღმოსავლეთ კანადის ლაბრადორის გუსის ყურემდე მიაღწევდა და იქ მდებარე აეროპორტში დაეშვებოდა.


ფოტოებზე, რომლებიც მგზავრებმა გადაიღეს, ჩანს თუ როგორ არის სრულიად განადგურებული ძრავის ზედაპირი და ასევე კოსმეტიკური დაზიანებებია აღბეჭდილი ფრთის ზედაპირზე.


როგორც BBC იტყობინება, მგზავრები კანადის აეროპორტის თვითმფრინავში გაჭირვებულ მდგომარეობაში რჩებიან, რადგან აეროპორტი არ არის აღჭურვილი იმისათვის, რომ Airbus A380 მიიღოს.  


რემარის თქმით, მგზავრებს განუცხადეს, რომ „ეარ ფრანსის“ ორი თვითმფრინავი მონრეალიდან მოფრინავს იმისათვის, რომ ისინი დანიშნულების ადგილას ჩაიყვანონ.


ამ ეტაპზე უცნობია, თუ რამ გამოიწვია ძრავის დაზიანება. რემარის განცხადებით, ფრინველთან დაჯახება ასეთ სიმაღლეზე, არ შეიძლება მიზეზად იყოს მიჩნეული.


Air France-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დადასტურებულია ერთ-ერთი ძრავის „სერიოზული დაზიანება“. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ ეკიპაჟმა „სერიოზულ ინციდენტს ჩინებულად გაართვა თავი“.


მგზავრები დამატებითი საკვებით არიან უზრუნველყოფილი. მათ კაპიტანი შეხვდა და გაესაუბრა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი