პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ილიკო სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფაზისის“ წევრებს შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ფოთში არსებული კულტურის ობიექტების აღდგენის, მუშაკთა წახალისების, დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისა და ფესტივალების შესახებ ისაუბრა.
„2014 წლის შემდეგ, ფოთში კულტურის სფეროზე 7 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა. ეს თანხები კიდევ უფრო გაიზრდება, მით უფრო, რომ მმართველი გუნდი ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. არსებულ სასწავლებლებში კაპიტალური აღდგენითი სამუშაოების ჩატარება და ცენტრალურ პარკში ამფითეატრის მშენებლობა იგეგმება, რაც კულტურულ პროგრამას მრავალფეროვანს გახდის და საშუალებას მოგვცემს, ღონისძიებები ღია ცის ქვეშ ჩავატაროთ“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.