„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე, მეხუთე, მესამე და პირველი მიკრორაიონების მოსახლეობას შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე, სოციალურ საკითხებზე, ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთის ღონისძიებებზე ისაუბრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ განსაკუთრებული ყურადღება ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე რადიოქალაქის მოწყობაზე გაამახვილა, რომელშიც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, გასართობი ინფრასტრუქტურა და სარეკრეაციო ზონები განთავსდება.
მათივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას, თბილისის მერობის კანდიდატმა გლდანის პირველი მიკრორაიონის ერთ-ერთ სპორტულ მოედანზე დაგეგმილი მშენებლობა გაიხსენა და განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სამშენებლო კომპანია სანაცვლო ადგილით დაკმაყოფილდეს, ხოლო სპორტული მოედანი აღდგება და კეთილმოეწყობა.
„ჩვენ არ ვართ მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთ სკვერში, პარკში, სპორტულ მოედანზე და საზოგადოებრივ სივრცეში საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. ქალაქი უნდა განვითარდეს, აშენდეს, თუმცა სწორად, ხარისხიანად და თანმიმდევრულად“, განაცხადა კახა კალაძემ.
შეხვედრას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ გრიგოლია ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.