პრემიერ-მინისტრმა თავისი წინამორბედის საქმიანობის ახალი სფერო და არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დაფუძნება ბრიუსელში ვიზიტის დროს შეაფასა.
"ბატონი ბიძინას საქმიანობა ყოველთვის იყო ძალიან ეფექტური. მან უკვე არაერთგზის დაამტკიცა, რომ ნებისმიერ სექტორში ძალიან წარმატებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე წარმატებული იქნება ის სამოქალაქო სექტორშიც, რადგან სამოქალაქო სექტორს ნამდვილად სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და ამის გაკეთება მხოლოდ ბატონ ბიძინას შეუძლია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქის" პრეზენტაცია მისმა დამფუძნებელმა, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართა.
http://pia.ge/show_news.php?id=3104&lang=geo
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.