ვალერი გელბახიანი: გამორიცხული არ არის, ღარიბაშვილმაც საკუთარი სურვილით დატოვოს თანამდებობა
29-04-2015, 04:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოფილი დებუტატისა და იურისტის ვალერი გელბახიანის განცხადებით, მართალია, ხელისუფლებამ არ აღიარა, მაგრამ ნათელია, რომ მინისტრთა კაბინეტში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები ჩინოვნიკების საქმიანობაში არსებულ დანაშაულის ნიშნებს უკავშირდება.


გელბახიანმა ეს, გაზეთ ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.


,,ხელისუფლებამ ოფიციალურად არ აღიარა, რომ გარკვეული ჩინოვნიკების საქმიანობაში დანაშაულის ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღიარება არ მოხდა, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო ამ კადრების განთესვა საპასუხისმგებლო თანამდებობებიდან. ამ სიტუაციას ვაკვირდებოდი და სწორედ აქედან გამომდინარე ვთქვი, რომ შავლიაშვილის შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადებას ხოკრიშვილი დაწერდა“,- აცხადებს გელბახიანი.


მისივე მოსაზრებით, შემდეგი, ვინც თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს, გაცილებით მსხვილი ფიგურა იქნება.


,,ღარიბაშვილის გარშემო წრე რომ ვიწროვდება, ამას ყველა ამჩნევს. ასე, რომ, გამორიცხული არ არის, მანაც საკუთარი სურვილით დატოვოს თანამდებობა. თუმცა, ასეთი რამეები მთლად საკუთარი სურვილით არ ხდება, აქ ფარული ხელი მუშაობს. მხედველობაში ბიძინა ივანიშვილი მყავს. მართალია, ის არ აღიარებს, მაგრამ ის ამ პროცესებში აქტიურად არის ჩართული“,- აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.


ამასთან, გელბახიანი ვარაუდობს, რომ პრემიერის თანამდებობისთვის ინფრასტრუქტურის ახლადდანიშნულ მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს ამზადებენ.


,,ჯავახიშვილი ამ თანამდებობას ყველაზე მეტად იმსახურებს. ის შევარდნაძის ხელისუფლებაში ერთადერთი არაკორუმპირებული ჩინოვნიკი იყო. ის შეუვალი და პრინციპული ადამიანია, მასთან ჩაწყობა არ მოდის. ასეთი კაცი მინისტრად შემთხვევით არ მოდის. თუ პრემიერის პოსტი ვაკანტური გახდა, სწორედ ჯავახიშვილი უნდა იქნას ამ პოსტზე წარდგენილი. იმედია, ამას გაითვალისწინებს ის ადამიანი, ვინც ქვეყანას რეალურად მართავს“,- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი