„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების, ქვებისა და დეისის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ტალახაძე წარუდგინა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მომავალი ოთხი წელი ხარაგაულის აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ორგანომ კოორდინირებულად რომ იმუშაოს, აუცილებელია ძლიერი საკრებულო, რისთვისაც საჭიროა ამომრჩეველმა მხარი დაუჭიროს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკოლოზ თოფურიძემ ასევე აღნიშნა, რომ სოფელ ქვებში უკვე მიმდინარეობს ამორტიზებული გზის აღდგენითი სამუშაოები, „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში კი, 2018 წელს დეისის გზის აღდგენაც იგეგმება.
„გზა ყველა სოფელს - ჩემი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია და პირობას ვდებ, ეს აუცილებლად შესრულდება. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ხარაგაულის 77-ვე სოფელი აღდგენილი გზით დაუკავშირდება მუნიციპალურ ცენტრს“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.