ხონში იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი გაიხსნა
01-10-2017, 12:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონში იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი გაიხსნა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაზეთ „ხონელის“ რედაქტორმა ჯემალ გორდულაძემ, პოეტმა თინათინ ჭელიძემ და ისტორიკოსმა ავთანდილ ფაილოძემ. მათ ცნობილი მსახიობის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ისაუბრეს.

 

 

გამგეობის ცნობით, დღესვე, ხონში, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ქართული იუმორის ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა იმერეთის მუნიციპალიტეტების იუმორისტულმა ჯგუფებმა მიიღეს.

 


„გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები. ფესტივალის მთავარი პრიზი სამტრედიის მუნიციპალიტეტს ერგო. გამარჯვებულებს ფულადი თანხა და საჩუქრები გადაეცათ.

 

 

მუნიციპალიტეტის გამგებლის ჯემალ მებუკის სიტყვით გამოსვლის დროს ცნობილი გახდა, რომ ხონის კულტურის ცენტრს იპოლიტე ხვიჩიას სახელი მიენიჭება და დიდი კომიკოსის სახელობის ფესტივალს ყოველწლიურად სწორედ მისი მშობლიური ქალაქი უმასპინძლებს. ჯემალ მებუკემ მადლობა გადაუხადა კონსტანტინე ესტატეს ძე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ფონდს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც გახდა შესაძლებელი იპოლიტე ხვიჩიას ძეგლის დამზადება“, აღნიშნულია ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი