„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე ხონელის, აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, თაყაიშვილისა და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრებზე მერობის კანდიდატმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამებზე.
„მე ვიქნები თქვენი მხარდამჭერი და თქვენამდე ყველა იმ სიკეთის მომტანი, რასაც სახელმწიფო გთავაზობთ. მინდა მენდოთ და მომანიჭოთ ის მანდატი, რომლის დახმარებითაც შევძლებ თქვენს დახმარებას და თქვენს გვერდით დგომას“, განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.