კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი პოლიციასთან შეხლა-შემოხლით დაიწყო - დაშავებულია 40-ამდე ადამიანი
01-10-2017, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კენჭისყრა არეულობებით, პოლიციასთან შეხლა-შემოხლით დაიწყო, რადგანაც პოლიცია ცდილობს ესპანეთის მთავრობის მიერ უკანონოდ გამოცხადებული რეფერენდუმის კენჭისყრის აღკვეთას.

 


დასავლური მედიის ცნობით ამ დროისთვის დაახლოებით 40 ადამიანია დაშავებული.

 


ესპანეთის მთავრობა დაჟინებით მოუწოდებს რეგიონულ მთავრობას არ ჩაატაროს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკანონოდ გამოცხადებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კენჭისყრა.

 


როგორც BBC იუწყება, პოლიციის ოფიცრები ცდილობენ არ შეუშვან ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე, საიდანაც მათ ბიულეტენები და ყუთები გააქვთ, რომ მოქალაქეებმა ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

 


მიუხედავად ამიას, კატალონიის მთავრობის ოფიციალური პირები ამომრჩეველთა დიდ აქტივობას პროგნოზირებენ.

 


ბიულეტენებზე მხოლოდ ერთი შეკითხვაა: „გსურთ თუ არა კატალონია დამოუკიდებელი გახდეს და გამოეყოს რესპუბლიკას?“. შესაბამისად, ბიულტენებში ორი ადგილია ცარიელი შემოსახაზად: დიახ ან არა.

 

 

 


რეგიონულ დედაქალაქ ბარსელონაში პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა დამოუკიდებლობის მომხრე პროტესტანტებს.

 


სეპრატისტების ათასობით მომხრემ დაიკავა სკოლები და სხვა შენობები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული.

 


ფერმერებმა ზოგიერთ ადგილებში - გზებზე და საარჩევნო უბნების კარებთან და სკოლების ჭიშკრებთან ტრაქტორები განალაგა, რათა ხელისუფლებისთვის უბნების დახურვის პროცესი გაერთულებინათ.

 


მაგრამ პოლიცია დაჟინებით ცდილობდა არ მომხდარიყო საარჩევნო უბნების გახსნა, ხოლო ისინი ვინც უკვე უბნებზე იმყოფებოდნენ, ოფიცრების მიერ გარეთ ძალით იყვნენ გამოყვანილი.

 


რეფერენდუმის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს პოლიციის ნებისმიერ განყოფილებასთან მისვლისა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს.

 


რეგიონში პოლიციელთა ათასობით დამატებითი ძალები გაიგზავნა და მათი უმრავლესობა ბარსელონას პორტში ჩასულ ორ გემზე იმყოფება.

 


ესპანეთის ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით, ნადგურდება საარჩევნო დოკუმენტაცია, დაწესებულია ჯარიმები კატალონიის ოფიციალურ პირებზე და დროებით, ათეულობით კატალონიელი პოლიტიკოსია დაკავებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი