სოფელ კუმურდოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, კულტურული ძეგლის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს მისი ოფისი სწავლობს.
„ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული საქმის შესწავლას, მათ შორის ამ პროცესში რამდენად იყო დაცული უფლებები, აქედან გამომდინარე, ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ სრული სურათი არ გვაქვს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდო დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალში გავერკვეთ და განცხადება ამის შემდეგ გავაკეთოთ. ჩვენი ოფისი ახალქალაქში ჩართულია უშუალოდ ამ პროცესის მონიტორინგში“, განაცხადა სახალხო დამცველმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.