საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები და პარლამენტის როლი განმარტა. უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს აქვს ორკვირიანი ვადა იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები წარადგინოს. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის მიერ ახალი მინისტრების პარლამენტისთვის წარდგენის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის 7-დღიანი ვადა აქვს.
„პრემიერ-მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება, ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნოს მინისტრები. დანიშვვნის შემდეგ, როცა პრემიერი ამ საკითხზე ჩამოყალიბდება და მთავრობა უკვე მიიღებს განახლებულ სახეს, ამის შემდეგ ერთვება საქმეში პარლამენტი. ჩვენი კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრს ამისთვის აქვს ორკვირიანი ვადა, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე შეარჩიოს ახალი მინისტრები. მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად, განახლებულ შემადგენლობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს. პარლამენტს აქვს 7-დღიანი ვადა ამ საკითხზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.