საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარსელის სეინტ ჩარლზის რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თავდამსხმელი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, პოლიციამ ადგილზევე მოკლა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერარდ კოლომბმა განაცხადა, რომ იგი დაუყოვნებლივ გაემგზავრა ინციდენტის ადგილისაკენ.
საფრანგეთის ეროვნულმა პოლიციამ „თვითერზე“ დაწერა, რომ სადგურზე მდგომარეობა განმუხტულია და თავდამსხმელი „ცეცხლსასროლი იარაღით არის ნეიტრალიზებული“.
პოლიციის ცნობით, მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ფრანგულ გაზეთ „ლე მონდს“ უთხრა, რომ თავდამსხმელი „ალაჰ აქბარს“ გაჰყვიროდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.