საკრებულოს მიერ თაბორის მთისა და პუშკინის ქუჩის ნაწილისთვის ზონის სტატუსის შეცვლას და „მცდელობას ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადასცენ", ამ წუთებში პუშკინის სკვერში აპროტესტებს პარტია „ევროპული საქართველო“.
პარტიის წევრმა, გიორგი გაბაშვილმა სკვერში შეკრებილ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მათ 21 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენებთან მშვიდობიანი, მტკიცე და ორგანიზებული პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.
„ივანიშვილი თავის ეზოს უერთებს ტერიტორიას, რომელსაც პარავს თბილისს, პარავს თითოეულ თქვენთაგანს და ამას აკეთებს აბსოლუტურად თავხედურად. საქართველო არ არის თქვენი ბოსტანი, საქართველო არ არის თქვენი ეზო, საქართველო არ არის თქვენი საკუთრება, თბილისი არ არის თქვენი საკუთრება. თქვენ არ შეგიძლიათ ერთ ლარად დაიტაცოთ თბილისის მიწები, თქვენ არ შეგიძლიათ ქველმოქმედის მანტიას ამოფარებულებმა გაღლიტოთ ამ ქვეყნის ხალხი და აზღვევინოთ და ჯიბიდან ამოუღოთ რაც კი ოდესმე ვითომ გიქველმოქმედიათ. ეს არის ანგარება. თბილისელების პასუხი უნდა იყოს მშვიდობიანი, მტკიცე და ორგანიზებული. ეს პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ 21 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენებთან“, განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
მხარდამჭერებს სიტყვით „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმაც მიმართა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, არ უნდა განმეორდეს ქვეყანაში ის, რაც წლების წინ ხდებოდა და თბილისელებმა არ უნდა დაუშვან, რომ 1 ლარად მილიარდელებმა მიიტაცონ დედაქალაქის ქონება.
„ზოგს ჰგონია რომ პროტესტს აზრი არ აქვს და ზოგს ჰგონია, რომ თუ დარბაზიდან ხელების მოგრეხვით ერთხელ გამოგვიყვანენ რაღაც გაუვიდათ. არაფერი არ გაუვიდათ ვერც ერთი ზონდერი, ვერც ერთი შეცდომაში შეყვანილი პოლიციელი, ვერც ერთი მილიარდელი ვერ გააჩერებს ჩვენ პროტესტს იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ იდეისთვის ვიბრძვით. ჩვენ ფულისთვის არ ვიბრძვით“, განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.