საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ახმეტობის“ სახალხო ზეიმს დაესწრო.
ღონისძიება ოფიციალურად ლევან იზორიამ კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გახსნა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სახალხო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაეთვალიერებინათ.
„დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია დღესასწაულზე საპრეზენტაციო კუთხით იყო წარმოდგენილი. სამხედრო სასწავლებლის იუნკერებმა საინფორმაციო სტენდი მოაწყვეს, სადაც მოქალაქეებს აკადემიის სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიებას, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და ხელისუფლების სხვა წარმომადენლები დაესწრნენ.
სახალხო დღესასწაული „ბიძინაობა ახმეტაში 1 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაული ბახტრიონის აჯანყების მეთაურის, ახმეტის მკვიდრის, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსოვნას ეძღვნება“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.