საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტად პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვია
02-10-2017, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტად პორტუგალიის რესპუბლიკას ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია, დღეს, ლისაბონში ბელემის სასახლეში გაიმართება.

 

 

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტისას პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას, პრემიერ მინისტრ ანტონიო კოსტას და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ედუარდო ფერო როდრიგესს შეხვდება.

 

 

„პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

 


საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად პორტუგალიის კერძო სამეცნიერო ფონდ შამპალიმოს’’ მოინახულებს, რომელიც ნეიროლოგიის, ონკოლოგიისა და კარდიოლოგიის სფეროებში ბიო-სამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობს.

 


საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში პორტუგალიის უძველესი ხელოვნების ეროვნულ მუზეუმს და გრასას მონასტერს დაათვალიერებს, რომელშიც ქეთევან დედოფლის წამების ამსახველ პანოს გახსნის", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე შედიან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი