პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის დაყენებამ ნათელი გახადა, რომ ეს მთავრობა უუნარო იყო და ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებია.
ამის შესახებ გაბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წევრი აღნიშნავს, რომ ახლა მთავარია, საკანონმდებლო ორგანომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და კვლავ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მართული მთავრობა არ დაამტკიცოს.
გაბაშვილი პარლამენტს „ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლისკენ“ მოუწოდებს.
,,მთავრობის დაშლა გვიჩვენებს არა მხოლოდ ღარიბაშვილის უუნარობას, არამედ ოლიგარქ ივანიშვილის კულისებიდან მართვის კრახს. ახლა საქართველოს პარლამენტის ამოცანაა, საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს და დანიშნოს არა ივანიშვილის მორიგი მარიონეტული მთავრობა, არამედ ოლიგარქის ჩრდილიდან გამოვიდეს და შეძლოს ტექნიკური ტიპის მთავრობის დაკომპლექტება, რომელიც შეაჩერებს ეკონომიკის ნგრევას და სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყანას არჩევნებისთვის მოამზადებს“,-აცხადებს გაბაშვილი.
გაბაშვილის შეფასებით, თუ პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის მარიონეტულ მთავრობას დაამტკიცებს, კრიზისი გაღრმავდება და ლარის გაუფასურება შეუქცევადი პროცესი გახდება.
,,ასე, რომ ახლა მთელი პასუხისმგებლობა პარლამენტზეა, გვეყოლება მთავრობა, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილს, თუ გვეყოლება მთავრობა, რომელიც ხალხის ნებას აღასრულებს. ყველამ დავინახეთ, რომ ამ მთავრობამ ჩამოშალა ეკონომიკა, ლარი გააუფასურა, რთულ მდგომარეობაში ჩააგდო მოსახლეობა“,- აცხადებს გაბაშვილი.
ამასთან, გაბაშვილის თქმით, ახლა საჭიროა საარჩევნო სისტემის ცვლილება დროულად მოხდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა.
ლევან ყიფიანი რიგით მე-7 მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. 7 მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება გახდება საჭირო. კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობას პარლამენტის ხელახალი ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პარლამენტმა ახალი მთავრობა არ დაამტკიცა, ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.