საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი ჭუბერისა და ხაიშის თემების მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მოსახლოეობას გაწეული საქმიანობის შედეგები გააცნო და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„მისი თქმით, განათლების საკითხი მესტიის მუნიციპალიტეტში კვლავაც პრიორიტეტული იქნება. ასევე გაგრძელდება და გაფართოვდება მუნიციპალიტეტის მიერ სტუდენტების დაფინანსების პროგრამა. დამსწრე საზოგადოებამ ასევე მიიღო ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
აღნიშნული სოფლების მოსახლეობამ მერობის კანდიდატს, გამარჯვების შემთხვევაში, შიდა გზების რეაბილიტაცია სთხოვა.
შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესო გარემოში ჩაიარა", აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრებს საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, ჭუბერის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ვიბლიანი და ხაიშის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გელოვანი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.