„ქართულ ოცნებაში“ შეიძლება იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც სჭირდებათ, რომ კახა კალაძეს ჰქონდეს პრობლემები თბილისის მერობისკენ მიმავალ გზაზე“ - გია ხუხაშვილი
02-10-2017, 11:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოში იმ თემის გააქტიურება, რომელიც პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ, მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეცვლას და აღნიშნული ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემას ითვალისწინებს, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, „უპირველესად ხელისუფლების კანდიდატ კახა კალაძეს აზარალებს“, ბიძინა ივანიშვილი კი „ასეთ შეტევებს მიჩვეულია“. ამასთან, ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი „არც არის აქტიურად პოლიტიკაში, შესაბამისად, მისთვის ეს აურზაური ნეგატიურად არაფერს შეცვლის“.

 


ექსპერტმა ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 


„ისმის მარტივი კითხვა: რატომ გააქტიურდა ეს თემა საკრებულოში არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე? ვგულისხმობ საკრებულოს გადაწყვეტილებას, რაც გახდა არეულობის მიზეზი. პიარტექნოლოგიების არცთუ დიდი ცოდნა და პროფესიონალიზმია საჭირო იმის მისახვედრად, რომ ასეთი სენსიტიური საკითხები არ უნდა გაააქტიურო არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე. მით უფრო, რომ ეს არის გრძელვადიანი პროექტი და ამ 2-3 კვირაში მნიშვნელოვანი არაფერი წყდებოდა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ასეთი ტიპის კრიზისის დეტონაცია თბილისელებს უქმნის ნეგატიურ განწყობას არა იმდენად პროექტის (საკრებულოს გადაწყვეტილების რეალური არსით დიდად არც არავინ დაინტერესებულა), რამდენადაც ხელისუფლების მიმართ. მაშ, რატომ აკეთებენ ამას ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში? - ეს კითხვა ჩნდება და თუ პასუხს ჩავუღრმავდებით, ვერ გამოვრიცხავთ, რომ თვითონ „ქართულ ოცნებაში“ ან მის ორბიტაზე იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც სჭირდებათ, რომ კახა კალაძეს ჰქონდეს პრობლემები თბილისის მერობისკენ მიმავალ გზაზე. მათი მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ კალაძე აირჩიონ რაც შეიძლება დაბალი ლეგიტიმაციით, რათა მას არ გაუჩნდეს უფრო შორს მიმავალი ამბიციები“, აცხადებს გია ხუხაშვილი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ აღნიშნული საკითხის კახა კალაძისა და უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით გამართული საქველმოქმედო მატჩის პარალელურად გააქტიურება შემთხვევითობა არ უნდა იყოს.

 


„დააკვირდით იმასაც, რომ ეს მოხდა ფეხბურთის იმ ვითომ საქველმოქმედო მატჩის პარალელურად, რომელიც უნდა გამხდარიყო კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის ხერხემალი, საკრებულოში არეულობამ კი ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გადაფარა. არ მიყვარს შეთქმულებების თეორიები, მაგრამ ამდენი დამთხვევა ამაზე ეჭვს ნამდვილად ამძაფრებს. აშკარად თვითონ ხელისუფლებაში ვერ არის მთლად ყველაფერი დალაგებული. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ საფეხბურთო მატჩმა კალაძის რეიტინგზე დიდად იმუშავა, მაგრამ თვითონ ხომ ასე ჰქონდათ გათვლილი. შესაბამისად, ეს კითხვები ჩნდება: რაღა მაინცდამაინც არჩევნების წინ და ზუსტად იმ დღეს გადაწყვიტეს ამ საკითხის განხილვა, როდესაც კახა კალაძის, როგორც მერობის კანდიდატის, ბენეფისი უნდა შემდგარიყო? აშკარაა, რომ ამ აურზაურით საფეხბურთო მატჩის საინფორმაციო გადაფარვა მოხდა. ეს არის შედეგი ან სრული სიბრიყვისა და უგუნურების, ან კალაძის წინააღმდეგ სრულიად შეგნებულად დაგეგმილი საბოტაჟის“, განაცხადა გია ხუხაშვილმა და დაამატა:

 


„ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამ თემის აჟიტირებით საპროტესტო მუხტის აგორებას ცდილობს, ეს მოსალოდნელი იყო. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ „ნაცმოძრაობის“ გარდა, მცირე კრიზისების შექმნით დაინტერესებული იყოს ხელისუფლებაც ან მისი ნაწილი მაინც. საქმე ის არის, რომ ამ ორივე ძალას აწყობს ისევ ორპოლუსიანი საარჩევნო დაპირისპირების ინიცირება. ჩემი აზრით, ეს ტექნოლოგია გათვლილია არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ლუსტრირებაზე, არამედ სხვა კანდიდატების გადაფარვაზეც, რათა შექმნან ილუზია, რომ სხვა ძალა არ არსებობს და თუ არ მოგვწონს ხელისუფლება, უნდა ავირჩიოთ უდუმაშვილი. თავის მხრივ, ხელისუფლებასაც აწყობს ორპოლუსიანობა - „თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, მობრუნდება „ნაცმოძრაობა“ და ვაი, თქვენი ბრალი!“ - მათი ეს გზავნილი კვლავაც ძალაშია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი