„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ცაგერის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ავთანდილ უგრეხელიძე მახურასა და ისუნდერის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივების პირობების გაუმჯობესებაა, კერძოდ, სოფელში მისასვლელი გზების, სასმელი წყლის, სანიაღვრე არხების მოწესრიგება.
"ჩემი მიზანია, სოფლებში მოვაწესრიგო ინფრასტრუქტურა და გავაუმჯობესო თქვენი ცხოვრების პირობები“, განუცხადა ამომრჩეველს ავთანდილ უგრეხელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.