„არც ერთ შეგნებულ დეპუტატს არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს იმ შენობაში“ - ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს ტოვებს
02-10-2017, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი დღეს საკრებულოს დატოვებს. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ რამდენიმე დღის წინ დედაქაალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის დამტკიცებას ეხება.

 

 

„პარასკევს განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა უბრალოდ დაამცირა და დაასამარა თვითმმართველობის იდეა და თვითმმართველობა საკრებულომ, როგორც ინსტიტუცია, გააუქმა, ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ არც ერთ შეგნებულ დეპუტატს არ აქვს მორალური უფლება, დარჩეს იმ შენობაში. მესმის, რომ სამი კვირაა დარჩენილი და ცოტა არასერიოზულია, რომ სამი კვირით ადრე მოხდა ეს ყველაფერი", განაცხადა ელისაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას და საკრებულოს დატოვებისკენ ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდა.

 

 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ერთ ლარად გადაეცემა. 

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს, იგივე საკითხი კი, გუშინ „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი