მოსკოვის გარეუბანში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დააკავეს, რომლებიც რეზონანსულ ტერაქტებს გეგმავდნენ
02-10-2017, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ღრმად კონსპირაციული ქსელის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 


„რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, 30 სექტემბერს, მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ღრმად კონსპირაციული ქსელის კანონსაწინააღმდეგო ქმედება შეაჩერა“, ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში.

 


უწყების მონაცემებით, ტერორისტული ქსელის ხელმძღვანელობას უცხოელი ემისრები ახორციელებდნენ. მის აქტივობებში მონაწილეობდნენ რუსეთის მოქალაქეები ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან, რომლებიც ყველა მუსლიმის გაერთიანებისა და „მსოფლიო ისლამური ხალიფატის“ შექმნის მხარდამჭერები არიან.

 

 

 

„ქსელის წევრები 2017 წლის სექტემბერში, მასობრივი თავშეყრის ადგილებსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე აფეთქებების სახით, რეზონანსული ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ“, აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტერორისტული ქსელის ყველა წევრი დაკავებულია. მათ საცხოვრებელი სახლებიდან მძლავრი მოქმედების თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ორი რევოლვერი, ორი РГД-5 ტიპის ხელყუმბარა და ასევე აფეთქებისთვის საჭირო სხვა მასალები ამოიღეს. 

 

 

 

%MCEPASTEBIN%

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი