სულ მცირე 50 ადამიანია მოკლული ლას ვეგასში სროლებისას, 500-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული
02-10-2017, 12:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 50 ადამიანია მოკლული ლას ვეგასში, Mandalay Bay Casino-ს სიახლოვეს განხორციელებული სროლებისას, 500-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული. ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს.

 

 

 

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გარბის ხალხი ინციდენტის ადგილიდან.

 

 

Msn news-ის ცნობით, სროლები ლას ვეგასის ღია საკონცერტო დარბაზთან კვირა ღამით (ადგილობრივი დროით) ატყდა.

 

 

 

 

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული მამაკაცი სასტუმროდან, Mandalay Bay ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. მისი სამიზნე კი Route 91 ფესტივალზე დამსწრე ადამიანები იყვნენ.

 

 

პოლიციის ცნობით, დაზიანებები აქვს მიღებული ასევე პოლიციის ორ ოფიცერს, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

 


ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, ჯო ლომბარდომ განაცხადა, რომ მსროლელი სასტუმრო Mandalay Bay-ს 32-ე სართულზე იმყოფებოდა და იქედან ისროდა. მისი განცხადებით, ოფიცრებმა დანაშაულში ეჭვმიტანილის, 64 წლის სტივენ პადოკის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებია.

 


შერიფ ლომბარდოს თქმით, პოლიცია დარწმუნებულია, რომ სროლები „მარტოხელა მგლის“ სტილის თავდასხმა იყო.

 

 

ლას ვეგასის პოლიცია ორ სატრანსპორტო საშუალებას, Hyundai Tucson-ს და Chrysler Pacifica ეძებს, რომელიც სამართალდამცველების თქმით, მსროლელთან არის ასოცირებული.

 


ორივე მათგანს ნევადას შტატის სანომრე ნიშნები აქვს.

 

 

პოლიცია ცდილობს აზიელი ქალის, მარლოუ დანლის ადგილმდებარეობის დადგენას, რომელიც მათი განცხადებით, სროლების დაწყებამდე შეიარაღებულ მამაკაცთან ერთად მგზავრობდა.

 

კომენტარები: 3
#3   farhanjani12
      
Get instant access to Tashan Win Game and enjoy a fully optimized platform designed for smooth login, seamless navigation, and uninterrupted gameplay, making it easy for both new and experienced players to participate. tashan win
2 აპრილი 2026 01:44
#2   jhon bill set
      
Get instant and highly reliable access to Mama567 Satta Matka charts and results through a fully optimized platform designed to deliver real-time updates, accurate data, and seamless navigation for users who demand speed and precision. Mama567 Satta matka

Get started instantly on Cricbet99 Official Site and unlock a complete high-performance platform designed to deliver fast betting action, secure transactions, and a seamless user experience across all devices. cricbet99

Unlock a wide variety of engaging games that are designed to provide both quick entertainment and long-lasting excitement for all types of users. sikkim lottery login
1 აპრილი 2026 10:56
#1   kenwood bill set
      
Get instant access to Kalyan 5G charts result and complete record history with fast loading pages designed for users who want quick and accurate daily updates without wasting time. kalyan panel chart
31 მარტი 2026 21:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი