საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის, რომელიც აუცილებლად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომით დასრულდება.
ლაგაზიძემ ეს გაზეთ ,,რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ყველა მინისტრი თანამდებობას ტოვებს, დარჩენილია მხოლოდ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
,,მაშინვე ვამბობდით, რომ ეს ასე არ დასრულდებოდა და ღარიბაშვილთან დაკავშირებული ყველა მინისტრი თანამდებობას დატოვებდა. ამ პროცესის ლოგიკური დასასრული კი თავად ღარიბაშვილის გადადგომა იქნება. რეალურად უფლებების გარეშე დარჩენილი პრემიერი, რომელსაც გუნდის ყველა წევრს უხსნიან, მთავრობისთვის არც ფორმალური და არც არაფორმალური ლიდერი აღარ არის“,- მიიჩნევს ლაგაზიძე.
ლაგაზიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის ინტერვიუსაც გამოეხმაურა, სადაც ის ამბობდა, რომ ხელისუფლებას უფრო გამოცდილი და გაწონასწორებული პრემიერი სჭირდება, ვიდრე ღარიბაშვილია.
,,ამდენად ჩვენ ღარიბაშვილის გადადგომას ვიხილავთ. მგონია, რომ ეს ფაქტობრივად გადაწყვეტილი საკითხია. ეს რამდენად მალე მოხდება, რთული სათქმელია“,- აღნიშნავს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარე.
მისივე მოსაზრებით, მიმდინარე პროცესებში ბევრი რამ ლარის კურსზეც იქნება დამოკიდებული.
ლაგაზიძე არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს.
,,თუკი ლარის გაუფასურება გაგრძელდა, ეს მსხვერპლშეწირვას მოითხოვს და ეს მსხვერპლი პრემიერი იქნება. თუკი ლარი ძალიან გაიქცა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნასაც არ გამოვრიცავ. ხელისუფლების დროებითი გადარჩენის ერთადერთი გზა შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნები იქნება", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.