მარნეულის მერობის კანდიდატმა, თემურ აბაზოვმა მარნეულის მე-19 და მე-20 მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა
02-10-2017, 14:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, თამაზ ნავერიანმა და რუსლან გაჯიევმა, მარნეულის მე–19 და მე–20 მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიორგაძე და ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები - რამინ ალახვერდიევი და ტარიელ მამედოვი წარადგინეს.

 


პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 


„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. მარნეული მულტიეთნიკური მუნიციპალიტეტია, სადაც მშვიდობიანად, ურთიერთპატივისცემით ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური თემის წარმომადგენლები. სწორედ ტოლერანტული თანაცხოვრების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების გარანტი ვიქნები მარნეულის მუნიციპალიტეტში. მსურს ჩემი შესაძლებლობები, გამოცდილება, ენერგია და ენთუზიაზმი მოვახმარო მარნეულს და ქვეყნის განვითარებას”, განუცხადა აბაზოვმა მხარდამჭერებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი