სულ მცირე 50ადამიანია მოკლული ლას ვეგასში, Mandalay Bay Casino-ს სიახლოვეს განხორციელებული სროლებისას, 200-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული. ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს. უფრო ადრე გავრცელებული ინფრომაციის თანახმად კი გარდაცვლილთა რიცხვი სულ მცირე 20-ს შეადგენდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გარბის ხალხი ინციდენტის ადგილიდან.
Msn news-ის ცნობით, სროლები ლას ვეგასის ღია საკონცერტო დარბაზთან კვირა ღამით (ადგილობრივი დროით) ატყდა.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე შეიარაღებული მამაკაცი სასტუმროდან, Mandalay Bay ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. მათი სამიზნე კი Route 91 ფესტივალზე დამსწრე ადამიანები იყვნენ.
პოლიციის ცნობით, დაზიანებები აქვს მიღებული ასევე პოლიციის ორ ოფიცერს, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, ჯო ლომბარდომ განაცხადა, რომ მსროლელი სასტუმრო Mandalay Bay-ს 32-ე სართულზე იმყოფებოდა და იქედან ისროდა. მისი განცხადებით, ოფიცრებმა დანაშაულში ეჭვმიტანილის, 64 წლის სტივენ პადოკის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები იყო.
შერიფ ლომბარდოს თქმით, პოლიცია დარწმუნებულია, რომ სროლები „მარტოხელა მგლის“ სტილის თავდასხმა იყო.
ლას ვეგასის პოლიცია ორ სატრანსპორტო საშუალებას, Hyundai Tucson-ს და Chrysler Pacifica ეძებს, რომელიც სამართალდამცველების თქმით, მსროლელთან არის ასოცირებული.
ორივე მათგანს ნევადას შტატის სანომრე ნიშნები აქვს.

პოლიცია ცდილობს აზიელი ქალის, მარლოუ დანლის ადგილმდებარეობის დადგენას, რომელიც მათი განცხადებით, სროლების დაწყებამდე შეიარაღებულ მამაკაცთან ერთად მგზავრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.