პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ანივარდ (ანი) მოსოიანმა სოფლების - ჯიგრაშენის, მამწვარის, დიდი გონდრიოს, პატარა გონდრიოს, ყულალისისა და დილითის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

როგორც GUARDIAN.GE-ს „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ყურადღება იმ აქტუალურ საკითხებზე გაამახვილა, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივებისთვის პრიორიტულია. მან ასევე, ისაუბრა მომდევნო წლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად წყლის, გარე განათების და საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხები დაასახელეს და მერობის კანდიდატს მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.

მოსახლეობის განცხადებით, ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სოფელ ჯიგრაშენში არ ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი.
მოსახლეობასთან შეხვედრას ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ენზელ მკოიანი, ნინიწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სმბათ კიურეღიანი და ნინოწმინდის საკრებულოს მაჟორიტარი და პარტიული სიის დეპუტატობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.