თბილისის მერიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრასა და საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც მათი თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
ამ წუთებში, შარტავას ქუჩა გადაკეტილია. თბილისის მერიის შენობის შესასვლელთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
პარტიამ საპროტესტო აქცია გასულ შაბათს დააანონსა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.