ზაალ უდუმაშვილი: თბილისელებს თავსლაფი დაგვასხეს
02-10-2017, 15:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთადერთი მიზნით, რომ არ მივცეთ საშუალება თბილისის მერიას, აღასრულოს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ მიიღო, სამარცხვინო ვითარებაში რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

 

 

დედაქალაქის მერიასთან პარტიის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციაზე უდუმაშვილმა მერს, დავით ნარმანიას მოუწოდა, რომ ჩასულიყო აქციის მონაწილეებთან და საკრებულოს მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხთან დაკავშირებით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოეცხადებინა.

 

 

„რა ვითარებაში მიიღეს ეს გადაწყვეტილება - პოლიციის, სუს-ის ზონდერების დახმარებით.... ვერც ერთმა დეპუტატმა ვერ შეძლო ხმის ამოღება და წინააღმდეგობის გაწევა. ესენი არიან ის მონები, რომლებიც ხუთი წელია ასე მონურად ემორჩილებიან თავის ბატონს და მართლაც ხმის ამოღებას ვერ ბედავენ.... ვერ გაუბედეს ბატონს, რომ რამდენიმე დღით მაინც გადაედოთ ამ საკითხის განხილვა. იმ დღეს თბილისელებს თავსლაფი დაგვასხეს, მაგრამ არავის ეგონოს, რომ თბილისი ამას მოითმენს და ასეთ უკანონობას შეეგუება. ბიძინა ივანიშვილს ლარის გადახდა სურს მხოლოდ, ფულის გადახდაც კი არ უნდა, რომ თბილისის ბიუჯეტში შეიტანოს რამე და ისე უნდა მიითვისოს პუშკინის სკვერში არსებული მართლაც ისტორიული ტერიტორია. და ასევე, თავის 40 ჰა-ს უნდა მიუერთოს კიდევ დამატებითი ტერიტორია თაბორის მთაზე. და ამ ყველაფერს უსრულებენ... დღეს, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ თბილისის მერიამ უარი თქვას ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ჩვენ ნახევარ საათს ვაძლევთ დროს, რომ ჩამობრძანდეს ბატონი მერი და თბილისელებს უთხრას საკუთარი გადაწყვეტილება", განაცხადა მერიის წინ მიმდინარე აქციაზე უდუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი