ზაალ უდუმაშვილი: თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა დავით ნარმანიასთან
02-10-2017, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა დავით ნარმანიასთან“, აღნიშნული განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მერიასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

 

 

უდუმაშვილის თქმით, საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატები თავად შევლენ თბილისის მერიაში და მოითხოვენ პასუხს კითხვაზე, „თუ რას აპირებს მერია საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით".

 

 

„ჩვენი საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრები შეეცდებიან, რომ შევიდნენ, დაელაპარაკონ და პირადად მოისმინონ ხალხის გადაწყვეტილება. არ შეიძლება ხალხის ასე იგნორი. მე დიდ ბოდიშს ვუხდი თბილისელებს იმისთვის, რომ ახლა ქუჩა გადაკეტილია, თუმცა, საცობი თბილისელებს დიდად არ უკვირთ. ახლა მნიშვნელოვანი საკითხი წყდება თბილისისთვის. კერძოდ ის, რომ თბილისი რიგდება ნაწილ-ნაწილ და ნამდვილად არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს, კახი კალაძეს იმის საშუალებას, რომ თბილისი გადაინაწილონ. ახლა მოვითხოვთ, რომ კეთილი ინებონ და გამობრძანდნენ და გვითხრან რას აპირებენ", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი