საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის უწყებაში არსებული ბიბლიოთეკების თანამშრომლებს კურსები საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვისა და კანონმდებლობის, აქტების შედგენის, ფონდების დაკომპლექტების, ინვენტარიზაციის, კატალოგების აღწერისა და პროექტების შედგენის შესახებ ჩაუტარდებათ.
„ტრენინგები 4 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკარებს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები შესაბამის სერთიფიკატებს გადასცემენ.
გადამზადების კურსები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2017 წლის 26 ივნისს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანი მხარეებს შორის სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელების ხელშეწყობაა“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.