რუსეთში, კურსკის ოლქში უცნობ პირებთან მომხდარი სროლებისას მესაზღვრე დაიღუპა. შეიარაღებული პირები უკრაინაში შეღწევას ცდილობდნენ - ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორემ კი საკუთარი თავი აიფეთქა, განაცხადა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ორშაბათს, როგორც ამას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„30 სექტემბერს, ორმა უცნობმა პირმა, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევას ცდილობდა, დოკუმენტების შემოწმებისას... შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია ФСБ-ს კურსკის ოლქის სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლებს“, ნათქვამია განცხადებაში.
ერთ-ერთი მესაზღვრე, „ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების“ გამო დაიღუპა.
ინციდენტი კურსკის ოლქის გლუშკოვსკოს რაიონის დასახლებულ პუნქტ ტეტკინოში მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.