საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარს მასპინძლობს.
სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უწევს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსი თემაზე „ენობრივი მომზადებისა და ტესტირების სტანდარტიზაციის პროგრესის წინაპირობები: მიღებული გამოცდილება“ დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და BILC-ის ხელმძღვანელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ტრეიკო სტოიკოვმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ინგლისური ენის სათანადოდ ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„სემინარში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 54 დელეგატი მონაწილეობს. კურსი 5 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველო პირველი ქვეყანა იყო, „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ქვეყნებს შორის, რომელმაც 2013 წელს აღნიშნულ ფორუმს უმასპინძლა. წელს კი, მას მეორედ პროფესიული სემინარის ფორმატში მასპინძლობს.
ენის სერთაშორისო საკოორდინაციო ბიურო (BILC) ენობრივი მომზადებისა და ტესტირების საკითხებში ნატოს მრჩეველი ორგანიზაციაა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული თანამშრომლობის განმტკიცებასა და ნატოს მხარდაჭერის გაფართოებას ენობრივი კომპეტენციის, ენობრივი მომზადებისა და განათლების, ასევე, ენის ტესტირების სფეროში.
BILC-ის ექსპერტები ქართულ მხარესთან 2005 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათი რეკომენდაციით დამოუკიდებელი ტესტირების ჯგუფი და ენობრივი მომზადების სკოლა ჩამოყალიბდა“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.