„მომიპარეს სუს-ის თანამშრომლებმა აქციიდან“ - ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ
02-10-2017, 17:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 


მისი თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის, სუს-ისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 

ხაბეიშვილის თქმით, ამ ფაქტს მერიის მაღალჩინოსნებიც შეესწრნენ.

 

 

მომიპარეს სუს-ის თანამშრომლებმა აქციიდან. ისინი, როდესაც მერიის შენობაში შევყავდი, იძახდნენ - „დავსაჯოთ, დავსაჯოთ" და „ტიტუშკები", რომლებიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს შიგნით, საპატრულო პოლიციის წინ ვინც იდგნენ, ის ადამიანები ფიზიკურად გამისწორდნენ, მათ შორის, თავში, გვერდებში.... კაცს თავშიც მოხვედრია, გვერდებშიც, პრობლემა არ არის. წაქცეულზეც მირტყეს, არც ამის პრობლემა არ არის - დარტყმასაც ავიტანთ, გვიჩხუბია კიდეც კაცები ვართ. ჩვენ, თბილისისა და საქართველოს ქონებას არ დავუთმობთ მილიარდერ ივანიშვილს.... მირტყამდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ. მერიის მაღალი თანამდებობის პირები მადგნენ თავზე, შეეშინდათ და სასწრაფო გამოიძახეს.... თუ არ ვცდები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი პაპაშვილი უყურებდა ჩემს ცემა-ტყეპას. მას ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამოუღია", განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი