ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია დავითაიას, აჭარის, სააკაძისა და ქობულეთის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
02-10-2017, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, სამსონ კუტალიასა და მალხაზ ფოჩხუასთან ერთად, ნაბადის უბანში, დავითაიას, აჭარის, სააკაძისა და ქობულეთის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გოჩა კურდღელიამ ადგილობრივებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი დასრულდა, რისთვისაც 22 მლნ ლარი დაიხარჯა.

 

 

„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, წელს ორი სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე უნდა ამუშავდეს. კომპანია „აჭარა-ტექსტილი“ უკვე წელს, 1500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 3000-ს მიაღწევს. აღნიშნული საწარმოს პროდუქცია საექსპორტო გახდება“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

 

პრესსამსახურის ინფორმაციით, გოჩა კურდღელიამ, ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ქალაქის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი