საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიაში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
02-10-2017, 17:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ლისაბონში, ბელემის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს და პორტუგალიის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და მარსელო რებელო დე სოუზამ ბელემის სასახლეში პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართეს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია და აღნიშნა, დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურება ახალი სტიმული იქნება ორი ქვეყნის პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისათვის.

 


გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის.

 


საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართები, ე.წ. "საზღვრის ნიშნები" და სხვა ხელოვნური ბარიერები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

 


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, პორტუგალიისა და პოტრუგალიურენოვანი ქვეყნების ალიანსის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

 


მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ. განიხილეს საქართველოსათვის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დღის წესრიგი.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ბელემის სასახლეში ჩანაწერთა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა და გულთბილი მასპინძლობისათვის პორტუგალიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

 


„ჩვენ დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას ჩვენი ხალხებისა და ჩვენი საერთო ევროპული ოჯახისათვის”, აღნიშნულია ჩანაწერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი