მთავრობა ლეგიტიმური, უფლებამოსილი და პარლამენტის ნდობით აღჭურვილია იმ წამამდე, სანამ პარლამენტი სხვა მთავრობას არ დაამტკიცებს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, საკუთარი პოზიციის გამოხატვაში ყველა თავისუფალია, თუმცა მას არ უნდა, პარლამენტის ტრიბუნიდან შეცდომაში იქნას ვინმე შეყვანილი და ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ მთავრობა არაუფლებამოსილია.
“მოქმედი კონსტიტუციით მთავრობა უფლებამოსილია და პარლამენტის ნდობით აღჭურვილია იმ წამამდე, სანამ პარლამენტი სხვა მთავრობას არ დაამტკიცებს. ის პროცესი, რომელიც დაწყებულია ახლა, არის კონსტიტუციური პროცესი. მთავრობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში მთავრობის მიერ ნდობის ხელახლა მოპოვების ვალდებულება ჩვენ, ამ პარლამენტმა დავადგინეთ კონსტიტუციით. მანამდე მემკვიდრეობით გვერგო ვერსია, როდესაც მთავრობა სრულად შეიძლებოდა განახლებულიყო და პარლამენტს ამას არავინ მოჰკითხავდა. მთავრობის საქმიანობის შეფასება ყველა თქვენგანის საქმეა და უფლებაა, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის ნაწილში ჩვენი ტრიბუნიდან გთხოვთ, რაიმე ეჭვის საფუძველი არ გაუჩინოთ ვინმეს. მთავრობა არის ლეგიტიმური, ნდობით აღჭურვილი და თავის საქმიანობას აგრძელებს იმ წამამდე, სანამ ჩვენ სხვა მთავრობას არ შევქმნით, თუ სხვას შევქმნით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.