პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატმა, გიორგი ქორიძემ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურმა აცნობა, ქალაქ თეთრიწყაროს მაჟორიტარად ზურაბ დალაქიშვილი, დაბა მანგლისის - ტარიელ მელიქიძე, ასურეთის - ომარ გიორგობიანი, ხაიშის - კახა კვირიკაძე, ახალსოფლის - სიმონ წიკლაური, ბორბალოს - რამაზ ჩომახაშვილი, გოლთეთის - როლანდ ლიპარტელიანი, დაღეთის - ანდრანიკ საგრადიანი, დურნუკის - სვეტლანი ჯირაშვილი, თონეთის - ნუკრი ტატუაშვილი, ირაგის - რამაზ გულბანი, კლდეისი - პაატა ჭალიძე, კოდის - მერაბ ღაღეთაშვილი, მარაბდის - გიორგი ფირჩხულაშვილი, ორბეთის - ზაქარია ცხედაძე, შეხვეტილის - მიხეილ აფციაური, ჩხიკვთის - გიორგი დავითაშვილ, წინწყაროს - ანზორ ღორჯომელაძე, ჭივჭავის - დავით ხვისტანი, ჯორჯიაშვილის-ოთარ ლონდარიძე წარადგინეს.
„მე თქვენთან ერთად და თქვენი უშუალო მონაწილეობით განვიხილავ ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა პრობლემას, დავსახავთ პრიორიტეტებს და ჩვენი ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაიხარჯება თქვენი პირდაპირი ჩართულობის გარეშე. მთელი 4 წლის განმავლობაში, მე ვიქნები თქვენთან მჭიდრო კავშირში. 21 ოქტომბერს ჩვენ ერთად უნდა ავირჩიოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი“, განაცხადა გიორგი ქორიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.