პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე სოფლების, ახალსოფლის, სარფისა და კალენდერეს მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. ადგილობრივებმა შეხვედრაზე სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესება და აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება მოითხოვეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუმბერ ვარდმანიძე, მოსახლეობას, ხელვაჩაურის მერად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.