შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლას ვეგასში განხორციელებულ სროლებს „წმინდა წყლის ბოროტების აქტი“ უწოდა.
თეთრ სახლში საუბრისას მან პოლიციის მხრიდან დაუყოვნებელი პასუხი აღწერა, როგორც „სასწაულებრივი“ და განაცხადა, რომ მსროლელის სწრაფად პოვნამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა.
მან მსხვერპლის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და ჩვენ თქვენკენ ვართ მომართული“.
„მსურს მადლობა ვუთხრა ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტს და ყველა მათ ვინც პირველი პასუხი გასცა თავიანთი მამაცი ძალისხმევებით და ვინც თავიანთი წვლილი შეიტანა ბევრი, ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში. სისწრაფე, რითაც ისინი მოქმედებდნენ, სასწაულებრივია და ამან შემდგომი მსხვერპლისაგან დაგვიცვა. მსროლელის ასე სწრაფად პოვნა, მას შემდეგ რაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან პირველი ჯერი გაუშვა, ისეთი რამაა, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვიქნებით“, განაცხადა პრეზიდენტმა.
ტრამპმა თქვა, რომ იგი ლას ვეგასს ოთხშაბათს ესტუმრება.
ლას ვეგასში განხორციელებულ სროლებზე, რომლის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ინფორმაციას Reuters-ი ჯიჰადისტ მებრძოლებთან ახლოს მყოფ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, 58 ადამიანია მოკლული ლას ვეგასში, Mandalay Bay Casino-ს სიახლოვეს განხორციელებული სროლებისას, 500-ზე მეტს კი ჭრილობები აქვს მიყენებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გარბის ხალხი ინციდენტის ადგილიდან.
Msn news-ის ცნობით, სროლები ლას ვეგასის ღია საკონცერტო დარბაზთან კვირა ღამით (ადგილობრივი დროით) ატყდა.
თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული მამაკაცი სასტუმროდან, Mandalay Bay ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. მისი სამიზნე კი Route 91 ფესტივალზე დამსწრე ადამიანები იყვნენ. კონცერტს 22 000 ადამიანი ესწრებოდა.
პოლიციის ცნობით, დაზიანებები აქვს მიღებული ასევე პოლიციის ორ ოფიცერს, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის შერიფმა, ჯო ლომბარდომ განაცხადა, რომ მსროლელი სასტუმრო Mandalay Bay-ს 32-ე სართულზე იმყოფებოდა და იქედან ისროდა. მისი განცხადებით, ოფიცრებმა დანაშაულში ეჭვმიტანილის, 64 წლის სტივენ პადოკის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც ადგილობრივი მცხოვრები იყო.
შერიფ ლომბარდოს თქმით, პოლიცია დარწმუნებულია, რომ სროლები „მარტოხელა მგლის“ სტილის თავდასხმა იყო.
ლას ვეგასის პოლიცია ორ სატრანსპორტო საშუალებას, Hyundai Tucson-ს და Chrysler Pacifica ეძებს, რომელიც სამართალდამცველების თქმით, მსროლელთან არის ასოცირებული.
ორივე მათგანს ნევადას შტატის სანომრე ნიშნები აქვს.
პოლიცია ცდილობს აზიელი ქალის, მარლოუ დანლის ადგილმდებარეობის დადგენას, რომელიც მათი განცხადებით, სროლების დაწყებამდე შეიარაღებულ მამაკაცთან ერთად მგზავრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.