დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი წარუდგინეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
მოსახლეობის ასევე სიტყვით მიმართეს გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატებმა სავალან მირზოევმა და რუსლან გაჯიევმა.
„მოგეხსენებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა გამომიცხადა და დმანისის მერობის კანდიდატად დამასახელა. დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ გუნდის კანდიდატი. „ქართული ოცნება“ საშუალებას მაძლევს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო მშობლიურ კუთხეს, ვემსახურო იმ ხალხს, რომელმაც გამზარდა. განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს დმანისთან. ჩემი ცხოვრების წარმატების გზის დასაწყისი სწორედ ამ ლამაზ, ძირძველ და ისტორიულ ადგილს უკავშირდება. მინდა საკუთარი წვლილი შევიტანო დმანისის განვითარებაში, ეკონომიკურ აღმავლობასა და გაძლიერებაში. მინდა თქვენთან ერთად ახალი სიცოცხლე შევძინო ჩვენს ულამაზეს კუთხეს და მისი განახლება და წინსვლა შეუქცევად პროცესად ვაქციო. მე ბავშვობიდან კარგად ვიცნობ აქაურების ცხოვრებას, ვიცნობ პრობლემებს, რომლებიც ამ კუთხეს აწუხებს, კარგად ვიცი მოსახლეობის საჭიროებები. ვიცი, როგორ უნდა გახადო საქმიანობა წარმატებული, როგორ მიაღწიო სასურველ შედეგსა და წარმატებას. ზუსტად განსაზღვრო და შეაფასო გამოწვევები და პრობლემის არსი. ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად მე შევძლებ გავაკეთო საქმე, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლას, განვითარებას, პროგრესს, სტაბილურობას, უსაფრთხოებას, სანდოობას, თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას. თქვენი გვერდში დგომით, მხარდაჭერით და ჩართულობით ჩვენ ყველა პრობლემის დაძლევას შევძლებთ. ჩვენ ერთად შევძლებთ გავხადოთ დმანისი მომავალზე ორიენტირებული. მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ჩვენ ერთად მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას“, განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.