პოლიცია ლას ვეგასის მასობრივი მკვლელობის განმახორციელებლის, 64 წლის ამერიკელი მამაკაცის დანაშაულის ჩადენის მოტივის დადგენას ცდილობს
03-10-2017, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლას ვეგასის მასობრივი სროლების შემდეგ, რასაც სულ მცირე 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაზიანებები 527-მა მიიღო, პოლიცია დანაშაულის ჩადენის მოტივის დადგენას ცდილობს.

 


შეიარაღებულმა მამაკაცმა, 64 წლის სტივენ პადოკმა „Mandalay Bay“-ის სასტუმროს 32-ე სართულიდან ცეცხლი ღია მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების მიმართულებით გახსნა.

 


როგორც BBC იუწყება, პოლიციამ სასტუმროს ოთახში, სადაც იგი იმყოფებოდა, 23 იარაღი, ხოლო მის ნევადას სახლში 19 ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მასალები იპოვა. მაგრამ ჯერჯერობით მასობრივი მკვლელობის მკაფიო მიზეზი არ გაცხადებულა.

 


მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, გამომძიებლებს საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აღმოუჩენიათ. ზოგიერთი გამომძიებელი ფსიქოლოგიურ საკითხებს განიხილავს, მაგრამ ამის დამადასტურებელი სამხილი არ არსებობს.

 

 

მსროლელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი არ ყოფილა.

 


ორშაბათს, თეთრი სახლიდან ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდასხმა აღწერა, როგორც „წმინდაწყლის ბოროტების აქტი“.

 


რა ვიცით პადოკის შესახებ?

 


სტივენ პადოკი ლას ვეგასის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პატარა ქალაქ მესქუიტში ცხოვრობდა. გავრცელებული ცნობით, იგი ქალთან, მარლოუ დანლისთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ახლა აშშ-ის ფარგლებს გარეთ, იაპონიაში იმყოფება და პოლიციის თქმით, არ არსებობს სამხილი, რომ იგი ჩართული ყოფილიყო დანაშაულში.

 


ლას ვეგასის შერიფის, ჯოზეფ ლომბარდოს თქმით, როდესაც თავდასხმის შემდეგ პოლიცია მის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკდა, მათ 19 „დამატებითი ცეცხლსასროლი იარაღი, რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა და რამდენიმე ათასი საბრძოლო ვაზნა, ასევე, ელექტრონული მოწყობილობები“ აღმოაჩინეს. პადოკის ავტომანქანაში ოფიცრებმა ამონიუმის ნიტრატიც იპოვეს.

 


იარაღის მაღაზიის, New Frontier Armory-ის წარმომადგენელმა, დევიდ ფამიგლიეტიმ BBC-ს უთხრა, რომ პადოკმა ცეცხლსასროლი იარაღი მის, ლას ვეგასის ჩრდილოეთით მდებარე მაღაზიაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე იყიდა და ეს შტატის და ფედერალური მოთხოვნების, მათ შორის FBI-ის მონაცემების შემოწმების შესაბამისობაში იყო.

 


მიუხედავად ამისა, ფამიგლიეტის თქმით, საფანტის თოფი და შაშხანა, რომელიც პადოკმა იყიდა, „მოდიფიკაციის გარეშე, ვერ იქნებოდა იმის შესაძლებლობის მქონე, რაც ჩვენ ვიხილეთ ვიდეოთი“.

 


მიუხედავად ასეთი დიდი ოდენობის იარაღის აღმოჩენისა მის სახლში, პადოკის ძმა, ერიკი, სრულიად გაოგნებულია იმით, რომ მან ამგვარი რამ ჩაიდინა.

 


„წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ ან რატომ მოხდა ეს“, უთხრა პადოკის ძმამ, ერიკმა ABC News-ს და დაამატა, რომ „ამის ზუსტი მიზეზი არ მოიძებნება“ და რომ „მის [ძმის] წარსულში საიდუმლოებები არ არსებობს“.

 


ლას ვეგასის შერიფმა, ლომბარდომ სროლები აღწერა, როგორც „მარტოხელა მგლის“ თავდასხმა.

 


ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ თავდასხმის უკან თავად იდგა, აღნიშნა რა, რომ პადოკი ისლამურ რელიგიაზე რამდენიმე თვის წინ მოექცა. მაგრამ ტერორისტულ დაგუფებას ამის დამდასტურებელი სამხილი არ წარმოუდგენია და მათ ამგვარი დაუსაბუთებელი განცხადებები წარსულშიც გაუკეთებიათ.

 


FBI-ის სპეციალურმა აგენტმა აარონ როუზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ამ დროისთვის ჩვენ დავადგინეთ, რომ არ არსებობს კავშირი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი