პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იურიკ უნანიანი სოფელ აზარვეთის, ბურნაშეთის, ღადოლარის, ლომატურცხისა და ტურცხის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე ადგილობრივებმა სკოლებისა და საბავშვო ბაღების აღდგენის, სასმელი წყლისა და შეშის პრობლემა დაასახელეს.

იურიკ უნანიანი მოსახლეობას მერად არჩევის შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.