საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს შეხვდა
03-10-2017, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლისაბონში ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, ანტონიო კოსტას შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განსახილველ საკითხთა შორის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება-განვითარება და ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა იყო.

 


„როგორც ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობების ათვისება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურება არა მხოლოდ გააფართოებს ხალხებს შორის ურთიერთობებს, არამედ ორმხრივი სარგებელის მომტანია.

 


მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული პროექტები, მათ შორის, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარების მნიშვნელობა და საქართველო-პორტუგალიის, როგორც ორ საზღვაო ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტების ინტენსიფიკაცია.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის აქტის მნიშვნელობას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას.

 


გიორგი მარგელაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის აუცილებლობას და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურებას", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი