თვითმკვლელი ტერორისტები ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირის სრინაგარის დასახლებაში გასამხედროებულ ბანაკს დაესხნენ თავს.
პოლიციის ცნობით, მოკლულია სასასზღვრო უსაფრთხოების ძალების ერთი ჯარისკაცი და დაჭრილია ორი სხვა, ასევე დაღუპულია ორი თავდამსხმელი.
როგორც BBC იუწყება, თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით, დილის 04:00 საათზე დაიწყო, ერთი სამხედრო პირი ჯერ კიდევ შიგნით არის დამალული და მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია.
ფრენები, რომელიც სამშაბათ დილით შეჩერდა, უკვე განახლდა. აეროპორტთან დამაკავშირებელი გზები, რომელიც გადაკეტილი იყო, ასევე გახსნილია.
თვითმხილველთა განცხადებით, ბანაკთან სულ მცირე სამი თავდამსხმელი იმყოფებოდა.
პოლიციას თავდამსხმელების ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ ისლამისტურმა დაჯგუფებამ, „ჯაიშ-ი-მუჰამედმა“ განაცხადა, რომ თავდასხმა მან განახორციელა.
ქაშმირში უმრავლესობა მუსულმანები ცხოვრობენ და მასზე პრეტენზიას გამოხატავს, როგორც ინდოეთი, ისე პაკისტანი, მაგრამ ორი ქვეყანა მისი ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს აკონტროლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.