საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ, თბილისის მერიასთან გამართულ აქციას და ოპოზიციის მიერ თაბორისა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„არსებობს პოლიტიკური უსინდისობა და არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ზღვარი ყველაფერი ამის. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ყველაფერი ამ ზღვარს იქეთ გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ იმიტომ, რომ ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიისა და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება. მოგეხსენებათ, პროექტი „პანორამა თბილისი“, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტოდ დიდი მწვანე ზონის აშენებას თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის 400 000 კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართი, რომელიც შენდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ მიმდევრებს უნდათ, რომ წარმოაჩინონ - რამდენი ადამიანი იყო სულ, რომლებმაც მოინდომეს, რომ გზა გადაეკეტათ და პარალიზება მოეხდინათ 4-5 საათის განმავლობაში ერთი მნიშვნელოვანი ქუჩის?! ვფიქრობ, რომ აქ საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგი უფრო კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა ისიც გამოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების სახე ძალიან განსხვავებულია მათგან. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა პუშკინის სკვერის მითვისება. საუბარია იმაზე, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს პარკინგი. როდესაც დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც დღეს თბილისში 10 პარკინგს ააშენებს და სამწუხაროდ, დღეს რადგანაც პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან მისი ღირებულება არაა ისეთი, როგორც მსოფლიოს სხვა წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება იქ მშენებარე სასტუმროს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე მიწისქვეშა ტერიტორიაზე, სადაც უნდა აშენდეს ეს პარკინგი“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.
„არა ბოტანიკურ ბაღში, არამედ მის მიდებარე ტერიტორიაზე საჭიროა სულ რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დამატება იმისთვის, რომ ეს გახრიოკებული ფერდობები, რომელიც არის ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე და სადაც გათვალისწინებულია ამ პროექტის მშენებლობა, გამწვანდეს და ამ ახალი ტერიტორიის ირიგაცია მოხდეს. ტყუილსაც აქვს თავისი ზღვარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს. ეს ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე მოდის. ჯერ იყო ის, რომ ვართ პრორუსები, თუმცა ვერავინ დააჯერეს, რადგან ყველაზე დიდი წარმატება, რაც ამ მთავრობას ჰქონდა, არის პროდასავლურ მიმართულებაზე - ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობით დაწყებული, ცალკე ვიზა-ლიბერალიზაციით დამთავრებული და ეს წარმატება გრძელდება. შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობაზე იყო საუბარი და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს და არასდროს ყოფილა ასეთი ინტენსიური ურთიერთობა. ამას შემდეგ მოჰყვა მთელი კასკადი ტყუილების", განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.