სააკაშვილი საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გზის შედეგად მოსული მთავრობის შესახებ საუბრობს
29-04-2015, 05:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, კონკურენტუნარიანი იქნება.

სააკაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემდგომ ხელისუფლებას, საქართველოში მუშაობა არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან მოუწევს, რაც ბევრად უფრო რთულია.

საქართველოს ექსპრეზიდნტმა განმარტა, რომ იმ დისკრედიტირებული ინსტიტუტების აღდგენა, რომელიც ახლა დაინგრა, საკმაოდ რთულია.

ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმდჯომარემ ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.

„რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გზის შედეგად, საქართველოში ჩემი აზრით უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც ფართო წარმომადგენლობითი იქნება და რომელშიც საქართველოს ყველა პოლიტიკური ინტერესების ფართო სპექტრის წარმომადგენლობა შევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული, ახალი ენერგიით სავსე „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს. გამოწვევები არის ახალი, მათ შორის, ნებისმიერი შემდგომი ხელისუფლება საქართველოში დაიწყებს არა ნულიდან, როგორც ჩვენ დავიწყეთ 2003-ში, არამედ დაიწყებს მინუსებიდან, რადგან უკვე აშენებული ინსტიტუტები, რომლებიც დისკრედიტირებულია, მათი ხელახლა აშენება უფრო ძნელია, ვიდრე თავიდან დაწყება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი