საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ, თბილისის მერიასთან გამართულ აქციასა და ოპოზიციის მიერ, მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
კვირიკაშვილის თქმით, „ინვესტორები გვჭირდება და რადაგან ბიძინა ივანიშვილია არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?!".
„არავის არ უნდა მოერიდოს, რომ თქვას, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. მე მგონი ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რადაგან ბიძინა ივანიშვილია არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?! მე მგონი, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 000 ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე - ეს არის თბილისი, გურია, სამგრელო, აჭარა", განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.