თერჯოლის მერობის კანდიდატი ბონდო სოფრომაძე ამომრჩეველს მის მშობლიურ სოფელ რუფოთში შეხვდა
03-10-2017, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ბონდო სოფრომაძე მის მშობლიურ სოფელ რუფოთში სოფრომაძეების უბნის მოსახლეობას შეხვდა და უთხრა, რომ ის დაბრუნდა იმიტომ, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება მშობლიურ სოფელს და რაიონს მოახმაროს.

 


„მე თქვენს წინაშე არ მოვსულვარ დაპირებებით, რადგან არ მჭირდება თქვენს წინაშე თავის წარდგენა. აქ მოვედი იმისათვის, რომ ჩემი მშობლიური უბნიდან თერჯოლისა და მთელი საქართველოს გასაგონად ვთქვა: „ქართულ ოცნებასთან ერთად, მე ვიქნები თქვენ გვერდით და მხარს დავუჭერ მუნიციპალიტეტისათვის სასიკეთო ყველა წამოწყებას.

 

 

 

 

 

„თქვენ იცით, დღევანდელი მმართველი პოლიტიკური გუნდისათვის მთავარი ღირებულება ადამიანია. მთავრობის ყველა ინიციატივა - იქნება ეს ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა თუ გლეხისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, აგროკრედიტები, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება, სახელმწიფო თუ ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები - სწორედ ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობისკენაა მიმართული. მე ვიქნები თქვენი მხარდამჭერი და თქვენამდე ყველა იმ სიკეთის მომტანი, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს. მე დავბრუნდი იმიტომ, რომ ჩემი ცოდნა, ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს მშობლიურ სოფელს, ჩემს რაიონს და ამისთვის ძალას და ენერგიას არ დავიშურებ. ჩემს გუნდთან ერთად 24 საათი ვიქნები თქვენს სამსახურში, ყველაფერს გავაკეთებ თერჯოლის სწრაფი განვითარებისათვის“, განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას მერობის კანდიდატმა ბონდო სოფრომაძემ, როგორც ამას მერობის კანდიდატის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი