რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქმენეთის ლიდერს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ორი ქვეყნის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის ალექსანდრე ნეველის ორდენი გადასცა.
„საზღვარგარეთის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები ამ ორდენით რუსეთთან კეთილმეზობლური კავშირების საქმეში შეტანილი თავიანთი ფასდაუდებელი პიროვნული წვლილისათვის ჯილდოვდებიან“, განაცხადა პუტინმა, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.
რუსეთის ლიდერმა თურქმენ კოლეგას ჯილდო აშხაბადში სახელმწიფოს მეთაურთა მოლპარაკებების დასრულების შემდეგ გადასცა. როგორც პუტინმა აღნიშნა, მოსკოვსა და აშხაბადს შორის თანამშრომლობა დიდწილად ბერდიმუჰამედოვის წყალობით ვითარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.