ირაკლი კობახიძე: „როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან შეთანხმების რეალიზებას“
03-10-2017, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„როგორც ჩანს, პრეზიდენტი ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება უკვე ჩვენი ინიციატივით. ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ“, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

 

 

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია დასრულებულია და კონსტიტუციურ კანონის პროექტში აუცილებლად აისახება ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ვენეციის კომისიასთან შეთანხმებაა მიღწეული.

 

 

„რაც შეეხება თავად კონსტიტუციას, ამასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული. ვეტოს რაც შეეხება, ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზება - ორ საკითხთან დაკავშირებით ვართ შეთანხმებული ვენეციის კომისიასთან, რომ აუცილებლად აისახება კონსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში - ეს არის ბონუსის ამოღება და ეს არის ბლოკების გაუქმება. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს ამის შესაბამისად, ანუ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს და ხელს არ შეუწყობს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებას. ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი ინიციატივით უკვე, ჩვენ შეგვიძლია, რომ მარტამდე შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებას, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ის აღნიშნულ ორ საკითხს შეეხება, მაშინ ვეტო გაზიარებული იქნება.

 

 

„თუ ვეტო შეეხება იმ ორ საკითხს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ვენეციის კომისიასთან, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვეტო იქნება გაზიარებული, თუმცა, თუ საქმე ეხება იმ კონსტიტუციას, რომელიც დაწერა პრეზიდენტმა ოც პარტიასთან ერთად, ბუნებრივია, სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ. შესაბამისად, ძალაში დარჩება ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენი მხრიდან დამტკიცდა“, აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი